იაპონიის პრემიერი: თუკი ასე გაგრძელდა, ჩვენი საზოგადოება დისფუნქციური გახდება
იაპონია, რომლის მოსახლეობაც 125 მილიონზე მეტია, შობადობის შემცირების მწვავე პრობლემის წინაშე დგას.
არსებული მონაცემებით, გასულ წელს, შობადობის რიცხვმა დაახლოებით 800 ათასი შეადგენა. 1970 წლებში, ეს მაჩვენებელი 2 მილიონს აღემატებოდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, საზოგადოება ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.
"იაპონია დგას გამოწვევის წინაშე, შევძლებთ თუ არა ჩვენ ფუნქციონირებას, როგორც საზოაგდოება"-განაცხადა ფუიმო კაშიდამ.
მთავრობის მეთაურს სურს, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ხარჯებზე, სახელმწიფოს ხარჯები გაორმაგდეს, რის შესახებაც გეგამს, სავარაუდოდ, აპრილში წარადგენენ.
მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, იაპონია მეორე ადგილზეა 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობით, მთლიან პოპულაციაში, ამ ასაკობრივი ჯგუფის წილი - 28%-ს შეადგენს და მხოლოდ მაროკოს ჩამორჩება.
შობადობის მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში მცრიდება, მათ შორის იაპონიის სამეზობლოშიც.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოსახლეობის გადაბერბეის მიზეზად მიიჩნევა, მკაცრი საემირაციო პოლიტიკაა, რომელსაც იაპონია ამ დრომდე ატარებს. შობადობის სიმცირის პრობლემასთან გამკლავების პროცესში, შესაძლოა მათ ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა მოუწიოთ.
შობადობის შემცირების მიზეზად, რამდენიმე ფაქტორი მიიჩნევა, მათ შორისაა საყოფაცხოვრებო ხარჯების გაზრდა, ქალების მეტი ჩართულობა სასწავლო და სამუშაო პროცესებში, კონტრაცეპტივების გამოყენების გაზრდა და ნაკლები რაოდენობის შვილის გაჩენის გადაწყვეტილება, ვიდრე ეს წარსულში იყო.