იერუსალიმში ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი განახლდება
იერუსალიმის რაიონულ სასამართლოში დღეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი განახლდება.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
მისი საქმის განხილვა 7 ოქტომბრის შემდეგ, ყველა სხვა არაგადაუდებელ საქმესთან ერთად შეჩერდა. შესაბამისი ბრძანება ისრაელის იუსტიციის მინისტრმა იარივ ლევინმა გამოსცა, როდესაც ჰამასთან ომი დაიწყო. მისი მოქმედების გასულ კვირას ამოიწურა და სასამართლოების უმეტესობას ნორმალური ფუნქციონირების განახლება დაევალა.
ნეთანიაჰუ ამჟამად სხდომებზე დასწრებისგან გათავისუფლებულია, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე თვეში ჩვენების მისაცემად დაიბარონ.
მას ბრალად ქრთამის აღება, თაღლითობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ედება. პრემიერ-მინისტრი ყველა ბრალდებას უარყოფს.