ილჰან ომარი თბილისის პრაიდს სოლიდარობას უცხადებს

ამერიკის კონგრესის დემოკრატი წევრი ილჰან ომარი თბილისის პრაიდს სოლიდარობას უცხადებს.

ომარმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება გააზიარა, სადაც ის ამბობს, რომ თბილისში პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. კონგრესმენმა დაწერა: "სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც თანასწორობისთვის იბრძვის თბილისში, საქართველოში."

ომარი კონგრესის წევრად პირველად 2019 წელს აირჩიეს.

 

 

მსგავსი სიახლეები