ირანში საპროტესტო აქციების დროს 44 ბავშვი დაიღუპა
12 დეკემბრის, Amnesty International-მა გაფართოებულ ანგარიშში ირანში, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ მოკლული 44 ბავშვის დაღუპვის დეტალები დაწერა. სულ მცირე 13 შემთხვევაში, ხელისუფლებამ აიძულა გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრები საჯაროდ ეთქვათ უარი პოლიციელებისთვის ბავშვების მკვლელობის დაბრალებაზე, მათ შორის გადარჩენილ ბავშვებსა და მშობლებზე მუქარის გზით.
Amnesty International-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ პოლიციამ იდენტიფიცირებული ბავშვებიდან 34-ს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. სულ მცირე ოთხი ახლო მანძილიდან ლითონის გასროლით დაიღუპა. კიდევ ხუთი ბავშვი ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ერთი გოგონა მას შემდეგ დაიღუპა, რაც თავში ცრემლსადენი გაზის ტყვია მოხვდა. დაღუპული ბავშვებიდან 2-დან 17 წლამდე ასაკის 39 ბიჭია და 6-დან 17 წლამდე - 5 გოგონა.
ანგარიშში აღწერილია 16 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა. მისმა მამამ 13 ნოემბერს დამოუკიდებელ რადიო "ფარდას" განუცხადა, რომ უშიშროების და დაზვერვის აგენტებმა მას აიძულეს ბრალდებები ბავშვის მკვლელებზე უკან წაეღო.
"დამირეკეს და მითხრეს, რასაც მიკარნახებენ, უნდა ვთქვა. ხელისუფლებამ მოკლა ჩემი შვილი და პასუხი უნდა აგოს", - თქვა მან.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საზოგადოებამ ადრე განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციების დროს 470 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. Amnesty International-მა განმარტა, რომ რაოდენობათა შორის სხვაობა შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, რომ სულ მცირე 10 ადამიანი იყო სრულწლოვანი სიკვდილის მომენტში; სხვა შემთხვევაში, ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, უკავშირდება თუ არა დაღუპვა საპროტესტო აქციებს.