ისრაელი: ახლო აღმოსავლეთში ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის დროა

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი აცხადებს, რომ რეგიონში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე საუდის არაბეთთან ერთად საერთო ბაზარში გაერთიანების განხილვა სურს.

„დროა ახლო აღმოსავლეთში ახალი, ერთიანი ბაზარი შეიქმნას - ისრაელი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, იორდანია - ეს დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა ლიბერმანმა.

აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელში 13 ივლისს ჩავა. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს პარასკევს საუდის არაბეთში გააგრძელებს.

მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად, აშშ-ს ლიდერის განხილვის ერთ-ერთი თემა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია იქნება.

„ეს მთლიანად შეცვლის რეალობას, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების კუთხით“, - ასე შეაფასა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკურ ინიციატივა.

ლიბერმანის თქმით, მისი ხედვა ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის და სარკინიგზო ქსელის განვითარებას ითვალისწინებს, რომელიც ისრაელს რეგიონის სხვა ქვეყნებთან დააკავშირებს.

ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დათბობა 2020 წელს აბრაამის შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყო.

მას შემდეგ ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები გააბა გაერთიანებულ არაბულ საამიროებთან, მაროკოსთან, ბაჰრეინთან და სუდანთან.

მსგავსი სიახლეები