ისრაელი უკრაინისთვის "რკინის გუმბათის" სისტემის გადაცემას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ გამორიცხავს, ​​რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათი" მიაწოდოს. 31 იანვარს CNN-თან ინტერვიუში მან თქვა: "რა თქმა უნდა, მე განვიხილავ ამ საკითხს."

ამავე დროს, მან დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ისრაელში განთავსებული საარტილერიო მარაგის ნაწილი და თქვა, რომ მისი სახელმწიფოს ოპერაციები ირანის წინააღმდეგ მიმართულია, სხვა სამიზნეებთან ერთად, ომში გამოყენებული დრონების მწარმოებელი ქარხნების განადგურებისკენ.

"აშშ-მ ახლახან წაიღო ისრაელის საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი და ისინი უკრაინას გადასცა. ისრაელი ასევე, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოქმედებს ისე, რომ მე აქ არ დავაკონკრეტებ, ირანული იარაღის საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა ნეთანიაჰუმ.

დასავლეთის რიგი ქვეყნების, ისევე როგორც კიევის განცხადებით, ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომლებსაც ის უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენებს. თუმცა მოსკოვი და თეირანი ასეთ თანამშრომლობას უარყოფენ.

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ისრაელის შუამავლობის შესაძლებლობის კომენტირებისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მას მსგავსი თხოვნით გასულ წელს უკვე მიმართეს და ის განიხილავს ასეთ შესაძლებლობას, თუ კონფლიქტის ორივე მხარე და ვაშინგტონი ამას ითხოვენ.

"თუ მე ამის ორივე მხარე მთხოვს, რა თქმა უნდა, ვიფიქრებ ასეთ შესაძლებლობაზე. მაგრამ მე არ ვაკისრებ ამას [შუამავლბა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. - რედ]. მე უკვე საკმარისად დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, რომ ვიცოდე რა დრო სჭირდება მომწიფებას, გარემოებების მომწიფებას", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები