ისრაელი: გასულ თვეში ღაზაში 500 ტერორისტი დავატყვევეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) და უსაფრთხოების სააგენტო შინ ბეთის განცხადებით, ბოლო თვეში ღაზას სექტორში 500-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს. ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს IDF-ის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს 504-ე ქვედანაყოფმა და უსაფრთხოების სააგენტომ.

ერთობლივი განცხადების თანახმად, 140-ზე მეტი ტერორისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 დეკემბერს ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა.

"ჰამასის მებრძოლები სამხედროებმა ბოლო დღეებში ბრძოლების დროს დააკავეს. ზოგიერთი მათგანი ნებაყოფლობით ჩაბარდა და საველე გამომძიებლებმა წაიყვანეს... შემდგომი გამოკითხვისთვის," - აღნიშნა IDF-მა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ზოგიერთი მებრძოლი დააკავეს, როდესაც სამოქალაქო შენობებში იმალებოდნენ, მათ შორის სკოლებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრებში.

ბოლო თვეში დაკავებული 500 ტერორისტიდან, დაახლოებით 350 ჰამასის წევრია, ხოლო 120 - პალესტინის ისლამური ჯიჰადის წევრი.

წინა დღეებში გავრცელებული გაშიშვლებული ტყვეების ფოტოების შემდეგ, ამჯერად ისრაელმა სრულად შემოსილი ტყვეების კადრები გაავრცელა.

გუშინ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცაჩი ჰანეგბიმ და IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ გააკრიტიკეს სამხედროები იმ ფოტოების გავრცელების გამო, რომლებზეც ნაჩვენებია, რომ ტერორისტებს საცვლებიც კი გახადეს, რადგან ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ.

მსგავსი სიახლეები