ისრაელი: ლიკვიდირებულია ჰამასის მეთაური, რომელსაც საავადმყოფოში მძევლად 1000 მოქალაქე ჰყავდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია ჰამასის მეთაური, რომელმაც "რანტისის ჰოსპიტალში მძევლად დაახლოებით 1000 ღაზას მცხოვრები აიყვანა."

IDF აცხადებს, რომ შინ ბეთისა და სამხედრო დაზვერვის დირექტორატის მიერ შეგროვებული სადაზვერვო მონაცემების შემდეგ, გივატის ბრიგადის სამხედროებმა გამანადგურებელ თვითმფრინავს აჰმედ სიამის უბრძანეს.

ორი დღის წინ ისრაელმა განაცხადა, რომ სიამი 1000 პალესტინელს ხელს უშლიდა რანტისის საავადმყოფოდან ევაკუაციაში, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სიამი ღაზას სექტორის ქალაქ ალ-ბურაქის სკოლაში დამალვის დროს მოკლეს.

"აჰმედ სიამიშ შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰამასი ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერორისტული მიზნებისთვის ადამიანურ ფარად იყენებს," - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები