ისრაელი Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს შეიძენს

 

ისრაელის მთავრობამ კომპანია Pfizer-თან შეთანხმებას მიაღწია და კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტივირუსულ აბებს შეიძენს. ამის შესახებ ინფომრაციას The Times of Israel ავრცელებს.

ფარმაცევტულ კომპანიაში ამბობენ, რომ აბები კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს 89%-ით ამცირებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ალბერ ბურლას თქმით, Pfizer მოლაპარაკებებს კიდევ 90 სახელმწიფოსთან აწარმოებს.

"თუ მედიკამეტს რეგულატორი ავტორიზაციას მისცემს, ეს იქნება პანდემიის მართვის კარგი საშუალება, ვაქცინაციასთან და ტესტირებასთან ერთად", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა.

პანდემიის დაწყებისას, ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც Pfizer-ის ვაქცინა იყიდა.

 

მსგავსი სიახლეები