ისრაელი უკრაინას ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს გადასცემს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა დაამტკიცა უკრაინაში მაშველებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის უნიფორმების გაგზავნა. ამის შესახებ newsru.co.il და The Times of Israel სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ისრაელი უკრაინას გაუგზავნის 1500 ერთეულ დამცავ ჩაფხუტს, ჯავშანჟილეტებს, ასევე ასობით კოსტუმს გამნაღმველებისთვის, ათას გაზის ნიღაბს და ათეულობით ჰაერის მომწამვლელი აირებისგან გასაფილტრ სისტემას, ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს აღჭურვულობა უკრაინაში უახლოეს კვირებში გაიგზავნება.

გამოცემა Newsru.co.il ხაზს უსვამს, რომ ეს ტექნიკა არ არის განკუთვნილი სამხედრო ოპერაციებისთვის, რადგან მას არ გააჩნია დაცვის საკმარისი ხარისხი.

მსგავსი სიახლეები