ისრაელის ავიაციამ დამასკოში ჰეზბოლას შენაერთები დაბომბა

 

ისრაელის ავიაციამ სირიის დედაქალაქ დამასკოსთან ჰეზბოლას შენაერთები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ეს პირველი ავიადარტყმა იყო მას შემდეგ, რაც წინა კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ სირიის ავიაციასთან ერთად ქვეყნის საჰაერო სივრცეში პატრულირებას იწყებს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზია "სანას" ცნობით, ავიადარტყმების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი დიდია, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

"სირიულმა საზენიტო სისტემებმა რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა, ამას ანალიტიკოსები გამორიცხავენ", - იუწყება ტელევიზია.

ისრაელი სირიის მთავრობის კონტროლირებად შენაერთებს და ჰეზბოლას პერიოდულად ბომბავს. ავიადარტყმების სამიზნე ხშირად დამასკოს აეროპორტია.

 

მსგავსი სიახლეები