ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისტორიაში პირველად მაროკოს ეწვევა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ოფიციალური ვიზიტით მაროკოს ეწვევა.

მისი პარტიის, "იეშ ატიდის" საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრისას ლაპიდმა განაცხადა, რომ “ისტორიული ვიზიტი” მალე შედგება და რაბატსა და თელ-ავივს შორის პირდაპირი ფრენებიც განახლდება.

“მაროკოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, მინისტრი ბურიტაც ეწვევა ისრაელს დიპლომატიური მისიების გასახსნელად”, - აღნიშნა ლაპიდმა.

ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.

____________________________________

იაირ ლაპიდი ისრაელის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება, ვინც მაროკოს ეწვევა. მაროკომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 20 წლიანი პაუზის შემდეგ შარშან აღადგინეს.

ივნისში ლაპიდი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებსაც ეწვია. აბუ დაბიში მან საელჩო გახსნა, დუბაიში კი - საკონსულო.

მსგავსი სიახლეები