ისრაელის ციხიდან 6 პალესტინელი გაიქცა

ისრაელის პოლიციამ მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცეული 6 პალესტინელის ძებნის ოპერაცია დაიწყო.

ისრაელის არმიის რადიოს ინფორმაციით, გილბოას ციხის პატიმრებმა გვირაბი გათხარეს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ძებნილები პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ მყოფ ქალაქ ჯენინში ჩავიდნენ. ამ დასახლების მცხოვრებლებსა და ისრაელის პოლიციას შორის ბოლო კვირებში შეტაკებები მიმდინარეობდა.

გაქცეულთაგან ერთ-ერთი 46 წლის ზაკარი ზუბედიდია, რომელიც 2019 წელს დააპატიმრეს. წარსულში ის ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის ლიდერი იყო.  

პატიმრების გაქცევას გამოეხმაურა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" სპიკერი დაუდ შეჰაბი, რომელმაც 6 პატიმრის მიერ ციხის დატოვებას "დიადი ჰეროიკული აქტი" უწოდა.

 

 

მსგავსი სიახლეები