ისრაელმა ლიბანის სამხრეთში საპასუხო დარტყმა განახორციელა
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელზე სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ლიბანის სამხრეთში დარტყმა განახორციელეს.
უწყების თანახმად, 25 აპრილს ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტა დაეცა, რომლის აფეთქებასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცოტა ხანში ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა.
ისრაელი თავდასხმას ლიბანში გამაგრებულ პალესტინელ მებრძოლებს მიაწერს.
ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელსა და პალესტინელებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა, რაც იერუსალიმში სადავო ზონაში სისხლიან დაპირისპირებას მოჰყვა.
გასულ წელს მსგავს ესკალაციას ისრაელსა და ღაზას შორის 11 დღიანი ომი მოჰყვა.