ისრაელში 1400 პალესტინელი პატიმარი შიმშილობას იწყებს

ისრაელის ციხეებში მყოფი 1400 პალესტინელი პატიმარი საპატიმრო დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

ციხეებში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 სექტემბერს ციხიდან პალესტინელი პატიმრები გაიქცნენ, რომლებმაც გვირაბი გათხარეს. პოლიციამ 4 მათგანის დაკავება შეძლო.

გაქცეულების მეგობრები სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს და მათი პერსონალური ნივთების კონფისკაცია მოხდა.

"ციხეებში ძალიან ცუდი სიტუაციაა, ამიტომ ისინი შიმშილობას იწყებენ", - განაცხადა ქადრი აბუ ბაქრმა, პალესტინის ადმინისტრაციის ციხეების კომისიის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ისრაელის ციხეებში მყოფი 4000 პალესტინელიდან 1380 შიმშილობაში მონაწილეობას აპირებს.

პალესტინის ადმინისტრაციამ ისრაელის მიერ პატიმრებისთვის დაწესებული შეზღუდვები "ნაციზმს" შეადარა. წითელმა ჯვარმა ისრაელს მოუწოდა პატიმრებთან ოჯახის წევრების ვიზიტები დაუშვას.

 

 

მსგავსი სიახლეები