პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით 7030 ადამიანი დაიღუპა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ისრაელში კორონავირუსით 7 030 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ბოლო თვეში, ვირუსის ინდური შტამის გავრცელების შემდეგ დაიწყო. აგვისტოში ქვეყნის 551 მოქალაქე დაიღუპა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ ვირუსით ინფიცირების 5 885 შემთხვევა დააფიქსირა. ამჟამად ისრაელში 78 700 აქტიური შემთხვევაა, მათგან 736 ჰოსპიტალიზირებულია და 163 სასუნთქ აპარატზე.

ისრაელის 5 968 257 მოქალაქე ერთი დოზით არის აცრილი, 5 478 657 - სრულად, 2 102 426-მა ადამიანმა კი ვაქცინის მესამე დოზაც გაიკეთა.

 

მსგავსი სიახლეები