ისრაელში რელიგიურ დღესასწაულზე ჭყლეტაში 44 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ ისრაელში, ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის დროს, მერონის მთასთან მომხდარი ჭყლეტისას 44 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 65. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Times of Israel ავრცელებს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი ტრიბუნის ჩამონგრევა იყო, თუმცა მოგვიანებით ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი ადგილზე მომხდარი ჭყლეტა იყო.
ისრაელის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, 18 კი მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს უმძიმესი კატასტროფა უწოდა. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ ჯარისკაცები და სამხედრო ვერტმფრენები.