ისრაელში ტერაქტის შედეგად ორი უკრაინელი დაიღუპა
ისრაელის ქალაქ ბნეი ბრაკში 29 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად უკრაინის ორი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელები ისრაელში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ორივე ჩერნივცის რაიონის მცხოვრებია.
"უკრაინის საელჩო იღებს ზომებს მსხვერპლთა ახლობლების ინფორმირებისთვის და საკონსულო დახმარების გაწევისთვის, ასევე თანამშრომლობს პოლიციასთან ტერაქტის გამოძიების ფარგლებში", - თქვა ნიკოლენკომ.
Time of Israel-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი უკრაინელები 23 და 32 წლის იყვნენ და სასურსათო მაღაზიის შესასვლელთან ისხდნენ.
29 მარტის საღამოს თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. ტერორისტი არაბულად ყვიროდა და გამვლელებს ავტომატით ესროდა. შემდგომში ის პოლიციამ მოკლა.
თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.