"ისრაელთან კავშირების ნორმალიზაცია"- სალივანი საუდის არაბეთის პრინცს ხვდება

ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამად ბინ სალმანს ხვდება - სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი თემა სამეფოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაა. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ხანია ცდილობს წინამორბედი ადმინისტრაციის მიერ დაწყებული ე.წ. აბრაამის შეთანხმებების გაგრძელებას და შეთანხმებაში საუდის არაბეთის ჩართვას. 

Axios-ის წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია სურთ საუდის არაბეთმა და ისრაელმა საბოლოო შეთანხმება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიაღწიონ. 

პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, რეგიონის კომენტატორების აზრით, თუ კი საუდის არაბეთი ისრაელთან კავშირების ნორმალიზაციას დათანხმდება ამან შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს რეგიონზე და არაერთ არაბულ სახელმწიფოს იმავე ნაბიჯისკენ უბიძგოს. 

ერ-რიადში სალივანთან ერთად იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის მიმართულების კურატორი ბრეტ მაკგურკი და ბაიდენის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში, ამოს ჰოჰშტეინი. 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები. 

მსგავსი სიახლეები