ისტორიაში პირველად - პუტინი თავდაცვაზე მეტს დახარჯავს, ვიდრე სოც.პროგრმებზე

რუსეთის ფედერაციის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც ბლუმბერგმა გამოაქვეყნა, ქვეყნის თავდაცვაზე გასაწევი ხარჯები 70%-ით გაიზრდება და 107 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება. 

ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ კრემლში საკუთარი პოლიტიკის გადახედვას არ ფიქრობენ და ხანგრძლივი ომისთვის ემზადებიან. 

მიმდინარე წელს, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 63 მილიონ ევრო იყო, რაც მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2.7%-ით იყო განსაზღვრული. 

შედარებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 2024 წელს ისევ იგივე იქნება და 842 მილიონ დოლარს შეადგენს. 

თუკი ბიუჯეტის პროექტი ამ სახით დამტკიცდა, ეს ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად, რუსეთი უფრო დიდ თანხას სამხედრო სექტორზე დახარჯავს, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე, რომელზეც 74 მილიარდი ევროა გათვალისიწინებული.

ეს გადაწყვეტილება საგულისხმოა იმ თვალსაზრისითაც, რომ 2024 წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რაც ტრადიციულად ასოცირდება სოციალური ხარჯების გაზრდასთან.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ იზრდება "საიდუმლო ხარჯებისთვის" არსებული ფონდის ბიუჯეტი, რომელიც 110 მილიარდ ევროს გაუტოლდება. ამ ფონდში აკუმულირებული თანხის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიას მოხმარდება. მაგალითისთვის, სწორად აქედან იხდის კრემლი დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის საკომპენსაციო თანხას, რომელიც საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 50 ათასს დოლარს შეადგენს. 

 ცოტა ხნის წინ, სააგენტო როიტერსი იუწყებოდა, რომ 2023 წლის სამხედრო ბიუჯეტი, კრემლმა პირველ 6 თვეში სრულად ამოწურა. 

 

მსგავსი სიახლეები