ქუვეითში "მეგობრული ცეცხლის" შედეგად აშშ-ის ავიაგამანადგურებლები ჩამოვარდა - CENTCOM
ამერიკის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ქუვეითში "მეგობრული ცეცხლის" შედეგად აშშ-ის სამი F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა.
ვითარების არსი: განცხადების მიხედვით, 1 მარტს, 23:03 საათზე - აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს ქუვეითის მხარემ შემთხვევით ჩამოაგდო ამერიკის ავიაგანამადგურებლები.
ვითარების არსი: განცხადების მიხედვით, 1 მარტს, 23:03 საათზე - აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს ქუვეითის მხარემ შემთხვევით ჩამოაგდო ამერიკის ავიაგანამადგურებლები.
- "1 მარტს, 23:03 საათზე, ოპერაცია "Epic Fury"-ს ფარგლებში მყოფი აშშ-ის სამი F-15E ტიპის ავიაგამანადგურებელი "მეგობრული ცეცხლის" შედეგად ქუვეითში ჩამოვარდა.
- აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რაც მოიცავდა ირანული ავიაციის შეტევას, ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებს, აშშ-ის ავიაგამანადგურებლები ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეცდომით ჩამოაგდეს." - წერია განცხადებაში.
დეტალები: განცხადების მიხედვით, ექვსივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და მათი ჯანმართელობის მდგომარეობა სტაბილურია.
- "ქუვეითმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო და ჩვენ მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიმდინარე ოპერაციაში მათი მხარდაჭერისთვის.
- ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები ცნობილი გახდება მათი მიღებისთანავე." - წერია განცხადებაში.