ისტორიული პროცესი: პარიზის ტერაქტების მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

2015 წელს პარიზში განოხრციელებული ტერორისტული აქტების შემსრულებელი ჯგუფიდან, ერთადერთი პირი გადარჩა, რომლიც სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია. 

სალა აბდესლამს სასაამრთლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რადგანაც იგი მონაწილეობდა ტერორისტული აქტის განხორციელებაში, რომელმაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

სასაამრთლომ კიდევ 19 ადამიანი მიიჩნია დამნაშავედ, საიდანაც 6 მათგანზე არსებობს ეჭვი, რომ გარდაცვლილია. 

საფრანგეთის უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სასამართლო გასული წლის სექტემბერში დაიწყო. 

2015 წლის 13 ნოემბერს უცხოელების ჯგუფმა ბარებთან, რესტორნებთან, საფეხბურთო მოადანთან და ბატაკლანის დარბაზში ტერორისტული აქტები მოაწყვეს. 

სასამართლო პროცესის დასაწყისში სალა აბდესლამი საკუთარ თავს ისლამური რესპუბლიკის "ჯარისკაცად" მიიჩნევდა და გამომწვევად იქცეოდა. 

მოგვიანებით, მან დაზარალებულის ოჯახებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ის მკვლელი არ არის, შესაბამისად მკვლელობის მუხლით გასამართლება სამართლიანი არ იქნებოდა. 

სალაჰ აბდასალამ ასევე განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი ჟილეტი ეკეთა, რომლიც პარიზის ერთ-ერთ უბანში უნდა გაეაქტიურებინა, მაგრამ აფეთქება ბოლო მომენტში გადაიფიქრა. 

აქვე ხაზგასასმელია, რომ სასამართლომ დამნაშავის ეს ჩვენება მხედველობაში არ მიიღო და მიიჩნია, რომ თავად ასაფეთქებელი ჟილეტი იყო დეფექტური და აბდესალას აზრი ბოლო მომენტში არ შეუცვლია. 

სამუდამო პატიმრობა საფრანგეთში ძალიან იშვიათად გამოიყენება და დროზე ადრე შეწყალებას პრაქტიკულად გამორიცხავს. თეორიულად, სალა აბდესლამს შეწყალების მოთხოვნა 30 წლის შემდეგ ექნება.

სასამართლო დარბაზში სალაჰ აბდესალას გარდა 13 ბრალდებული იმყოფებოდა, საიდანაც ერთს სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენს მრავალწლიანი პატიმრობა შეეფარდათ. 

 

მსგავსი სიახლეები