"ისტორიული, შესანიშნავი, ლამაზი" - ამერიკელი სენატორები კურსკში ЗСУ-ს იერიშზე

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული დელეგაცია მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს კურსკის ოლქში და მას შესანიშნავს და იმედისმომცემს უწოდებს. 

ამის შესახებ დელეგაციის ლიდერებმა, სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატიული პარტია) და ლინდსი გრემმა (რესპუბლიკური პარტია) ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრაზე განაცხადეს. 

"დღევანდელი დღე იმედის დღეა, კურსკის მიმართულებით გარღვევა ისტორიულია, ეს სეისმური მნიშვნელობის მოვლენაა. ეს კარგი და დიდი ამბავია, რომელიც ახალი გარღვევების იმედს იძლევა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უკრაინას ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს"- განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა. 

დემოკრატი სენატორი დარწმუნებულია, რომ ბოლო 1 კვირაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კრემლი იძულებული იქნება დანაყოფები კურსკისკენ ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან გადაისროლოს. 

"რას ვფიქრობ კურკსზე? გაბედული, შესანიშნავი და ლამაზი იერიშია, ასე გააგრძელეთ, ეს ომი პუტინმა დაიწყო და მას პასუხი უნდა აგებინოთ"- განაცხადა ლინდსი გრემმა. 

ორივე სენატორმა მოუწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოხსნას უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული შეიარაღების გამოყენების არეალზე დაწესებული შეზღუდვები. 

"მიეცით ამ ადამიანების ომის საშუალება, მიეცით მათ შეიარაღება, რომელიც ომში გამარჯვებისთვის სჭირდებათ, ომში, რომელში დამარცხების უფლებასაც საკუთარ თავს ვერ მისცემენ. რაც შეეხება F-16-ებს თვითმფრინავების გადაცემა ძალიან გაიწელა, ახლა კი უნდა მივცეთ მისი გამოყენების საშუალება, უნდა დავიწყოთ უკრაინელი პილოტების წვრთნა"- ნათქვამია გრემისა და ბლუმენტალის ერთობლივ განცხადებაში. 

კონტექსტი 

კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დაწყების შემდეგ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს არ ეწინააღმდეგება მათ პოლიტიკას უკრაინის დახმარების საკითხებში. პენტაგონში ამბობენ, რომ კურსკში მიმდინარე იერიში არ არის ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. 

შეგახსენებთ, რომ კურსკში მიმდინარე იერიშის ფარლგებში უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ როგორც ამერიკული წარმოების ჯავშატექნიკას, ასევე საარტილერიო სისტემებს. 

მსგავსი სიახლეები