ISW: ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ბახმუტის დაკავებას შეძლებს
რუსეთის არმიამ სივერსკისა და სლოვიანკის მიმართულებიდან ბახმუტისკენ გადმოერთო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალაქის დაკავებას შეძლებს.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, რუსეთი ქალაქ სლოვიანსკთან და სივერსკთან წარუმატებელი შეტევების შემდეგ, ბახმუტის დაკავებაზეა კონცენტრირებული. ამ მიმართულებით რუსეთი ცდილობს გასულ თვეში ნოვოლუჰანსკის რაიონში მიღწეული წარმატებების გამოყენებას ცდილობს და ბახმუტზე წნეხს აღმოსავლეთიდან ახორციელებს.
ამავდროულად რუსეთი ცდილობს უკრაინის არმიას უკან დაახევინოს ქალაქ დონეცკიდან, რათა ქალაქი უკრაინული არტილერიის წნეხიდან გაათავისუფლოს. ამ რაიონში რუსეთის არმიის მიზანია დაიკავოს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რათა სექტემბერში დაგეგმილმა რეფერენდუმებმა უსაფრთხოდ ჩაიაროს.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების პროგნოზით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოკუპანტები ბახმუტის დაკავებას შეძლებენ, რომელიც კარგად გამაგრებული და დაცული ქალაქია.
ინსტიტუტი სკეპტიკურად აფასებს რუსეთის არმიის წარმატების შანსებს ქალაქ დონეცკის ირგვლივაც, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით მომდევნო კვირებში საბრძოლო მოქმედებები საგრძნობლად უფრო ინტენსიური იქნება.