იტალიის პრემიერი მელონი უკრაინაში ჩავიდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი 21 თებერვალს უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ იტალიური სააგენტო ANSA წერს.
ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. მინდა გავიგო, რა სჭირდება ამ ხალხს. ვფიქრობ, რომ სწორია იტალიის აქ ყოფნა მთავრობის პოზიციის დასადასტურებლად და, შესაძლოა, პირადადაც გავიგო, რა სჭირდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს." - თქვა პოლიტიკოსმა მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ.
მედიის ცნობით, მელონი ასევე აპირებს კიევის რეგიონში ქალა ბუჩას ეწვიოს.