იზიუმისკენ მიმავალი რუსული კოლონა, უკრაინელებმა ხიდზე ააფეთქეს

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შეიარაღებულიმა ძალებმაა ააფეთქეს ხიდი, რომელსაც ხარკოვის ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსული კოლონა კვეთდა. 

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ხიდის აფეთქების შემდეგ, განადგურდა რუსების ჯავშანტექნიკა და სატვირთო მანქანები. 

არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, იზუმში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული შენაერთების მიზანს აღმოსავლეთ დონბასამდე მისვლა წარმოადგენს, რისთვისაც ამ ქალაქის გავლა უწევთ. 

ინფორმაციას ამ დრომდე, მხოლოდ უკრაინული მხარე ადასტურებს. 

მსგავსი სიახლეები