ჯო ბაიდენი: კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას
კიევში ვიზიტით მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარით გაუზრდიან.
დახმარების პაკეტი მოიცავს მნიშვნელოვანი სამხედრო კომპონენტებს, მათ შორის არის არტილერიისთვის განკუთვნილი ამუნიცია, ჰოვიცერები და ჯაველინები.
ერთი წლის თავზე კიევი დგას, დემოკრატია დგას, უკრაინა დგას,"- თქვა ბაიდენმა
საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან იმ სამხედრო იარაღებზე ისაუბრა, რაც აშშ-ს უკრაინისთვის ჯერ არ გადაუცია.
ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელად ჩავიდა, სადაც უკრაინელ კოლეგასა და მის მეუღლეს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი, რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე 4 დღით ადრე შედგა.