ჯონსონი: ტრანსგენდერმა ქალებმა ქალების სპორტში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა ქალების სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
გაერთიანებულ სამეფოში ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ტრანსგენდერ ველოსიპედისტ ემილი ბრიჯესს ქალების ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
ამ საკითხზე კომენტარი ქვეყნის პრემიერმა გააკეთა: "არ ვფიქრობ, რომ ბიოლოგიურად კაცებმა ქალების სპორტულ ღონისძიებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შეიძლება ამის თქმა საკამათოა, მაგრამ მე ეს გონივრული მგონია."
"მე ასევე ვთვლი, რომ ქალებს უნდა ჰქონეთ თავიანთი სივრცეები - იქნება ეს საავადმყოფოებში, ციხეში თუ გასახდელებში." - აღნიშნა მან. "ეს კომპლექსური საკითხებია და მათი მოგვარება ერთი სწრაფი და მარტივი საკანონმდებლო ცვლილებით შეუძლებელია. ამის სწორად გადაწყვეტას ბევრი ფიქრი სჭირდება."
ჯონსონის კომენტარების საპასუხოდ, LGBTQ+ ორგანიზაცია Stonewall-მა თქვა: "ტრანსგენდერები იმსახურებენ ისეთივე შესაძლებლობებს, როგორსაც ყველა სხვა - ისარგებლონ სპორტის სიკეთეებით და ტრანსი ადამიანების სრული გარიყვა ფუნდამენტურად უსამართლოა."