ჯონსონი: უკრაინას მხოლოდ ის სურს, მშვიდად ცხოვრების უფლება ჰქონდეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც უკრაინის საზღვართან არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მართავს შეხვედრებს, კრიზისს ახალი განცხადებით ეხმაურება.

ჯონსონის თქმით, "ერთადერთი, რაც უკრაინას სურს ისაა, რომ მშვიდად ცხოვრების უფლება ჰქონდეს და თავად შეეძლოს საკუთარი ბედის არჩევა, იყოს სუვერენული ერი".

ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ "გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იცავდა ამ პრინციპებს და არც ახლა დაიხევს უკან".

ბორის ჯონსონი, რომელიც თებერვლის დასაწყისში კიევში ჩავიდა, ამჟამად ბრიუსელში მართავს შეხვედრებს. 10 თებერვალს ის NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

როგორც ჯონსონი ამბობს, სტოლტენბერგთან იმაზე იმსჯელა, თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ დასავლეთი ერთობლივი ძალებით რუსეთისგან მომავალ გამოწვევას, რასაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უწოდებს "ყველაზე დიდ საფრთხეს ცივი ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოებისთვის".

 

მსგავსი სიახლეები