ჯონსონი: ზელენსკის ვესაუბრე სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც უკრაინა მალე მიიღებს
16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან. ამის შესახებ ორივე პოლიტიკოსმა Twitter-ზე დაწერეს.
"ჩვენ განვიხილეთ მისი ბოლო ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმებები, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვისა და მაკროფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მე მას ვაცნობე ფრონტზე არსებული ვითარება, კერძოდ მარიუპოლში. ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე", - წერს ზელენსკი.
ჯონსონმა ტვიტერზე უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთთან ომში.
"დღეს შუადღისას მე ვაცნობე ჩემს მეგობარ ზელენსკის შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში მივაწვდით. გაერთიანებული სამეფო არაფერზე დაიხევს უკან, რათა უკრაინელებს მიაწოდოს ის რესურსები, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა რუსული შემოჭრისგან", - თქვა მან.