ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დახმარების პროექტს კენჭისყრაზე არ დააყენებს

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა გააკრიტიკა იმ კანონპროექტის ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს თანხებს უკრაინის მხარდასაჭერად და ცხადყო, რომ მას წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე არ დააყენებს, თუ ის სენატს გაივლის.

"სენატისგან სასაზღვრო პოლიტიკაში რაიმე ცვლილების არარსებობის შემთხვევაში, პალატას მოუწევს გააგრძელოს მუშაობა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც მას მიზანშეწონილად მიიჩნევს. ამერიკა იმსახურებს უკეთესს, ვიდრე სენატის სტატუს კვოა." - თქვა ჯონსონმა.

განცხადებაში სპიკერმა გააკრიტიკა შემოთავაზებული პაკეტი, საზღვრის უსაფრთხოების ზომების გამორიცხვის გამო.

მან აღნიშნა, რომ "სენატის საგარეო დახმარების კანონპროექტი ყველაზე აქტუალურ პრობლემის იგნორირებას ახდენს," რომელიც შეერთებული შტატების წინაშე დგას.

კონტექსტი

12 თებერვალს აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა დებატების დასრულებას იმ კანონპროექტის ტექსტზე, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერას მოიცავს.

მანამდე დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ სენატი პროექტს საბოლოოდ ამ კვირის პირველ ნახევარში დაამტკიცებს.

პროექტი განიხილება იმ ნაწილების გარეშე, რომლებიც ეხება სამხრეთ საზღვრის ყველაზე მგრძნობიარე საკითხს მას შემდეგ, რაც თავდაპირველი პროექტი რესპუბლიკელებმა დაბლოკეს.

თუმცა, კენჭისყრამდე, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სხვა ქვეყნებისთვის აშშ-ის დახმარების გაგრძელების მიზანშეუწონლობაზე და დახმარება მხოლოდ სესხის სახით დაუშვა.

ჯერ კიდევ გასარკვევია, დათანხმდებიან თუ არა ქვედა პალატის რესპუბლიკელები ამ კანონპროექტის მხარდაჭერას, თუ ის სენატში დამტკიცდება.

მსგავსი სიახლეები