ჯონსონმა ინგლისში დარჩენილი ყველა შეზღუდვა გააუქმა
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დროა "დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა" და ინგლისში არსებული ყველა შეზღუდვა გააუქმა.
ხუთშაბათიდან, ის ადამიანები, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, აღარ იქნებიან ვალდებული იზოლაციაში გადავიდნენ.
ჯონსონის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულებს ურჩევენ სახლში დარჩნენ, მაგრამ 1 აპრილის შემდეგ, ეს მხოლოდ "პირად პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული".
სრულდება კონტაქტების დადგენის პროცესიც.
გარდა ამისა, ტესტირება უფასო ყველა მოქალაქისთვის აღარ იქნება და ამას მხოლოდ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები შეძლებენ.
ბრიტანეთის მოსახლეობის 73% სრულად არის აცრილი.