კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მას (კადიროვს - რედ.) აქვს კიდევ ერთი მძიმე გამწვავება და ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში." - აღნიშნა იუსოვმა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კადიროვი ძებნილთა სიაში გასული წლის სექტემბერში შეიყვანა.
ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანების სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები) და 437-ე მუხლის მე-2 ნაწილით (აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება და წარმოება) იძებნება.
ამ მუხლების მიხედვით, კადიროვს ათ წლით ან სამუდამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.