კანადამ უკრაინაში სამხედრო დახმარება და ინსტრუქტორები გაგზავნა
კანადამ უკრაინაში არალეტალური შეიარაღება და ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს მის გამოყენებას ასწავლიან. ამის შესახებ 4 თებერვალს კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
"უკრაინაში გაგზავნილ აღჭურვილობას შორისაა: პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, ასევე სადაზვერვო და სათვალთვალო აღჭურვილობა... ამუნიცია მოიცავს ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს და აღჭურვილობას, ბინოკლებს, ლაზერულ მანძილმზომებს, ლითონის დეტექტორებს და ტელესკოპებს", - ნათქვამია განცხადებაში.
კანადური სამხედრო პერსონალი უკრაინელ სამხედროებს აღნიშნული ტექნიკის მოხმარებასაც ასწავლის.
"ეს სამხედროები უკრაინის უსაფრთხოების ძალების დამატებით მოსამზადებლად ქვეყანაში დარჩებიან." - აცხადებს კანადის თავდაცვის სამინისტრო.
2014 წლიდან უკრაინამ კანადისგან 890 მილიონ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება მიიღო.