კატერინა იუშენკო: ჩემს ქმარს უკრაინა არ დაუტოვებია, ეს რუსული ტყუილია

კატერინა იუშენკო საკუთარ Twitter-ზე უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ყოფილი ლიდერების ქვეყნიდან გაქცევის ინფორმაციას გამოეხმაურა, რასაც ტყუილი და კრემლის პროპაგანდა უწოდა. 

"სოციალურ მედიაში, განსაკუთრებით Telegram-ში, აქტიურად ვრცელდება ჭორები, რომ ყველა წამყვანმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა ლიდერებმა, მათ შორის ჩემმა მეუღლემ, ვიქტორ იუშენკომ, უკრაინა დატოვეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე გვაქვს რუსულ დაშინების ტაქტიკასთან." 

უკრაინელი მკვლევარების მოსაზრებით, კრიზისის გამწვავების ფონზე, კრემლის პროპაგანდა კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

 

 

მსგავსი სიახლეები