ხარკოვში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი დააკავეს

 

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა ხარკოვის ცენტრში დააკავა მამაკაცი, რომელიც კონტრდაზვერვის ინფორმაციით, ქალაქის თავდაცვის გეგმის შესახებ მონაცემებს დონბასში სეპარატისტებს და რუსეთის ფედერალური უშიშროების კურატორს გადასცემდა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ხარკოველმა თავდამსხმელმა უახლესი უკრაინული შეიარაღების შესახებ ინფორმაცია აგრესორი ქვეყნისთვის გადასაცემად შეაგროვა. აგენტს სამართალდამცავი დანაყოფების მდებარეობა, გადაადგილების მარშრუტები და სხვა მონაცემები უნდა შეესწავლა. მიღებულ ინფორმაციას ის დონბასში ელექტრონული საკომუნიკაციო არხებით გადასცემდა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს," - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს სამშობლოს ღალატისა და ტერორისტული ჯგუფის ან ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს.

სასამართლომ თავდამსხმელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები