ხერსონის რაიონში განაღმვის დროს 4 უკრაინელი პოლიციელი დაიღუპა
ხერსონის რეგიონის განაღმვის დროს ოთხი უკრაინელი პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს საღამოს ვიდეომიმართვაში აუწყა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მოქალაქეებს გააცნო დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე რუსული თავდასხმის დეტალები. მისი თქმით, ცეცხლი გაუხსნეს ბაზარს, ბენზინგასამართ სადგურს, ავტოსადგურს და საცხოვრებელ კორპუსს.
თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა შეუძლებელია ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების 100 პროცენტით აღდგენა.
"დროა საჭირო. ამიტომ, უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში შენარჩუნებულია გრაფიკი", - განაცხადა პრეზიდენტმა.