კლიჩკო: კიევზე სარაკეტო თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე - დაიჭრა
კიევზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 16 აპრილს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Украина 24-ის ეთერში უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"საიდუმლო არ არის, რომ გუშინ ან გუშინ ერთ-ერთმა რუსმა გენერალმა ისაუბრა და თქვა, რომ იქნება თავდასხმები მთავარ ობიექტებზე და ქალაქებზე და არ გამორიცხა, რომ კიევზე თავდასხმები განხორციელდეს და დღეს დილით ჩვენ ვიგრძენით ამ დაპირებების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუშაობს, მაინც იყო აფეთქებები დარნიცის რაიონში. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან" - განაცხადა კლიჩკომ.
მან კიდევ ერთხელ, სამხედროების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მოუწოდა კიეველებს, ამ დროისთვის არ დაბრუნდნენ დედაქალაქში, რადგან კიევი იყო და რჩება ოკუპანტების სამიზნედ.