კოლომოისკის 250 მილიონი დოლარის გაფლანგვისთვის ბრალი წაუყენეს
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი PrivatBank-იდან 9.2 მილიარდი ჰრივნის (დაახლოებით $249 მილიონი. - რედ.) გაფლანგვაში დაადანაშაულა.
ამ ინფორმაციას ბიუროს პრესსამსახური 7 სექტემბერს ავრცელებს.
გამომძიებლების თქმით, კოლომოისკიმ 2015 წლის დასაწყისში შეიმუშავა გეგმა PrivatBank-ის სახსრების მითვისების მიზნით, რათა "შემდეგ დაეფინანსებინა მის მიერ კონტროლირებადი ოფშორული კომპანია და გაეზარდა საკუთარი წილი ბანკის საწესდებო კაპიტალში."
ამისათვის ბანკი ხელოვნურად იყო ვალდებული 9.2 მილიარდ ჰრივნაზე მეტი გადაეხადა კოლომოისკის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის იმ საბაბით, თითქოს საკუთარი ობლიგაციები გაბერილ ფასად შეისყიდა.
ამ თანხის ნაწილი (446 მილიონ ჰრივნაზე მეტი) მოგვიანებით სამი დაკავშირებული კომპანიის ანგარიშებზე, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების საფარქვეშ გადაირიცხა, შემდეგ კი კიდევ ორი იურიდიული პირის ანგარიშებზე. ფული საბოლოოდ კოლომოისკის პირად ანგარიშზე დაირიცა და მან ის PrivatBank-ის საწესდებო კაპიტალში შეიტანა.
კოლომოისკი სექტემბრის დასაწყისში დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ეჭვმიტანილია თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში.
გამოძიების თანახმად, კოლომოისკიმ 2013-2020 წლებში საბანკო სტრუქტურების მეშვეობით საზღვარგარეთ ნახევარ მილიარდზე გრივნაზე (დაახლოებით 14 მილიონი დოლარი) მეტი "გაათეთრა".