კრემლი: პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ამისთვის "შესაბამისი პირობები უნდა იყოს მზად".
პესკოვის თქმით, რუსეთის და უკრაინის ლიდერების შეხვედრამდე მხარეები საზავო შეთანხმების ტექსტზე უნდა შეთანხმდნენ.
"ჯერჯერობით, ამ მხრივ ახალი არაფერია." - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ომის დაწყების შემდეგ მიმდინარეობდა.
უკრაინულმა მხარემ რუსეთისთვის შეთავაზებული პირობები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დონბასის ოკუპირებული რეგიონის სტატუსი სწორედ პუტინის და ზელენსკის ფორმატში უნდა გადაწყდეს.