კულება: რუსეთის SWIFT-დან გათიშვის მოწინააღმდეგეებს უკრაინელების სისხლში აქვთ ხელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლეთს რუსეთისთვის უმკაცრესი სანქციების დაწესება და მისი SWIFT-დან გათიშვა მოსთხოვა.
"ამ საკითხზე დიპლომატიური არ ვიქნები. ყველამ, ვინც ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, უნდა გაიზროს, რომ უდანაშაულო უკრაინელების სისხლში აქვთ ხელები. გათიშეთ რუსეთი SWIFT-დან!" - წერს კულება.