კულება: რუსეთისთვის სანქციების დაწესების დრო მოვიდა
უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, ამის შესახებ 22 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ვაშინგტონიდან განაცხადა.
"ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ მთავარზე, რუსეთის შეკავებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაზე. დღეს მქონდა რამდენიმე სატელეფონო საუბარი: აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, კანადის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან. მთავარი თემა სანქციები იყო, აქ დასამალი არაფერია", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, როდის და რა სანქციები იქნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული:
"ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გატარება. დრო მოვიდა."