კულება: შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

უკრაინამ შვედეთისგან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ 30 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საკუთარ ფეისბუქზე განაცხადა.

"გუშინ შვედეთში ვიყავი, დღეს ჩეხეთში. გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო. დიდი მღელვარება იყო. ყველა ადევნებს თვალს სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური შეტევა ჩრდილოეთ ევროპაშზე არავის შეუჩერებია. ამიტომ, გუშინ ჩვენ მივიღეთ შვედეთის სამხედრო მხარდაჭერის კიდევ ერთი პაკეტი. ჩვენ ვიმსჯელეთ შვედ კოლეგებთან ერთად, თუ რაში დაიხარჯება ეს თანხა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მან.

კულებას თქმით, მან შვედებს უთხრა, თუ რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინას და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას ამ შეიარაღებას მიაწოდებდნენ.

"ჩვენ მადლიერი ვართ მათი მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მივიღოთ ზუსტად ის, რაც ახლა ფრონტზე ყველაზე მეტად არის საჭირო და რაც შვედეთს ნამდვილად შეუძლია მოგვაწოდოს", - თქვა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები