კულებამ ბლინკენთან უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი და სანქციები განიხილა

14 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბარი შედგა. სხვა საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტიც.

ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე ავრცელებს.

"ჩვენს ახალ სატელეფონო საუბარში მე და ენტონი ბლინკენმა განვიხილეთ უკრაინის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი და შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებზე. მადლობელი ვართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერისთვის და #UnitedWithUkraine-ის პოზიციისთვის", - წერს კულება.

მსგავსი სიახლეები