კვლევა: რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 600 მლრდ დოლარს აღწევს

რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკრაინამ 600 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური ზარალი ნახა, ნათქვამია კვლევაში, რომელსაც კიევის ეკონომიკური სკოლა აქვეყნებს.

მკვლევრებმა ზარალის დათვლისას სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი, ასევე თავდაცვასა და სოციალურ შემწეობაზე უკრაინის მიერ გაღებული დამატებითი სახსრები გაითვალისწინეს.

ჯამში შენობებისთვის და საქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 105 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

უკრაინულმა კომპანიებმა ომის განმავლობაში 11 მილიარდი დოლარი იზარალეს.

კიევის ეკონომიკური სკოლის თანახმად, ჯამში რუსმა ოკუპანტებმა 200-მდე უკრაინული საწარმო და ქარხანა დაიპყრეს ან გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები