კვლევა: თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერდოღანი შესაძლო ოპონენტებთან მარცხდება

სოციოლოგიურმა კომპანია Yöneylem-მა თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის ყველაზე საინტერესო ნაწილი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლო კანდიდატების რეიტინგია.

არჩევნების მეორე ტურში, თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 43.8%-ს მიიღებდა, დედაქალაქ ანკარის მერი მანსურ იავაში კი - 56.2%.

სტამბულის მერის, ეკრემ იმამოღლუს რეიტინგი ერდოღანის წინააღმდეგ 53.2%-ია, პრეზიდენტის კი - 46.8%.

ერდოღანის ორივე შესაძლო ოპონენტი თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, ქემალისტური “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” წევრია.

2021 წლის 25-29 ივნისს, კვლევის ფარგლებში 3 848 ადამიანი გამოიკითხა.

მსგავსი სიახლეები