კვლევა: უკრაინელების 45% მზადაა ნებისმიერი გზით დაიცვას ქვეყანა
უკრაინელების 44.9% რუსული ჯარების უკრაინის საზღვარზე კონცენტრაციას შემოჭრის რეალურ საფრთხედ აღიქვამს. ამას რაზუმკოვის ცენტრის მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
გამოკითხულთა 43.7% მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში რუსული ჯარები არ შეიჭრებიან, ხოლო 11.5%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
კვლევის თანახმად, მოქალაქეების 44.9%-მა განაცხადა, რომ მზად არის ნებისმიერი გზით მიიღოს მონაწილეობა უკრაინის დაცვაში.
ამასთან, გამოკითხულთა 45.4% ფიქრობს, რომ ეს სამხედროების საქმეა.
გამოკითხულთა 9.7%-ს კი ჯერ გადაწყვეტილი პოზიცია არ აქვს.
28-31 იანვარს ჩატარებულ გამოკითხვაში 18 წელზე უფროსი ასაკის უკრაინელები მონაწილეობდნენ ყველა რეგიონიდან, გარდა დროებით ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებისა. სატელეფონო ინტერვიუებით 1206 რესპონდენტი გამოიკითხა.