კვლევა: უკრაინელი ახალგაზრდების 65% თვლის, რომ უკრაინისთვის ომი მოუწევს

 

16-18 წლის უკრაინელი ახალგაზრდების 65% თვლის, რომ მათ თაობას უკრაინის დასაცავად ომი მოუწევს. კვლევა უკრაინული გადაცემა "სავიკ შუსტერის თავისუფალი სიტყვის" დაკვეთით Liberty Report-მა ჩაატარა.

კვლევის ავტორებმა ახალგაზრდებს ეს შეკითხვა დაუსვეს: "თვლით, რომ თქვენ თაობას უკრაინისთვის ომი მოუწევს?"

გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ მათ ომი მოუწევთ, 35%-მა კი შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა. კვლევის ავტორების თქმით, შეკითხვას ქალები და კაცები თითქმის ერთნაირად პასუხობდნენ.

რეგიონების მიხედვით, ომს ახალგაზრდები ყველაზე მეტად ცენტრალურ უკრაინაში ელიან - 70%, დასავლეთში - 67%, სამხრეთში - 59% და აღმოსავლეთში - 59%.

 

 

 

მსგავსი სიახლეები