ლატვია ბელორუსის საზღვარზე 63 კილომეტრიანი ბარიერის მშენებლობას იწყებს
აპრილში ლატვია-ბელორუსის საზღვარზე ბარიერის მშენებლობის მეორე ეტაპზე (63.9 კმ) მუშაობა დაიწყება. ამის შესახებ Delfi წერს.
ლატვიის სახელმწიფო უძრავი ქონების სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველი ეტაპის ოთხ მონაკვეთზე (85.8 კმ) - მშრალ ზონებში - ღობის მშენებლობა დასრულებულია და ობიექტი ახლა დამკვეთს გადაეცემა.
ზოგადად, პროექტი ლატვია-ბელორუსიის საზღვრის 173 კილომეტრიანი ზოლის მშენებლობას ითვალისწინებს.
85.9 კმ სიგრძის გალავნის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარე შემოდგომის დასაწყისში დასრულდება, ხოლო მეორე (63.9 კმ) და მესამე ეტაპი (16.7 კმ) - 2024 წლის ბოლომდე.
სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ორი ეტაპის მშენებლობის ჯამური ღირებულება 102.7 მილიონი ევროა. ხარჯებს ევროკავშირის ფონდები დაფარავს.