ლატვიამ რუსეთიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
ლატვიის სეიმმა დაამტკიცა ცვლილებები "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ" კანონში, რომელიც კრძალავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან და ბელორუსიდან.
ამის შესახებ Delfi იუწყება.
კანონი კრძალავს რუსეთიდან და ბელორუსიდან ლატვიაში სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების შემოსვლას ან იმპორტს, მაშინაც კი, თუ ამ ქვეყნების პროდუქცია ლატვიაში იმპორტირებულია მესამე ქვეყნებიდან.
კანონი პრეზიდენტის მიერ გამოცხადების შემდეგ ამოქმედდება.
აკრძალვა ძალაში 2025 წლის 1 ივლისამდე იქნება და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს.
ლატვია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას ცდილობს, რათა თავისი უსაფრთხოება დაიცვას. ლატვიის ეს ინიციატივა არის ევროკავშირის ზოგადი სანქციების პოლიტიკის დამატებითი ელემენტი.
კანონი მიზნად ისახავს აგრესორი ქვეყნებისა და ამ ქვეყნების საწარმოების სახელმწიფო ბიუჯეტებმა არ მიიღონ დამატებითი შემოსავალი ლატვიაში მათი პროდუქციის ექსპორტიდან, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობას.
აკრძალვა გავრცელდება პროდუქციის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე, გარდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებული პროდუქციის მიმღებისთვის, ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყანაში შეტანის მიზნით.